პერკიმ ხელოვნური ინტელექტის პირველი ქართული ქოლ-ცენტრის ოპერატორი წარადგინა!

ქართულმა სტარტაპმა პერკიმ B2B სფეროში ახალი პროდუქტი წარადგინა: AI ქოლ-ცენტრის ოპერატორი, რომელიც ქართულ ენაზე საუბრობს და სატელეფონო ზარებს ავტომატურად ამუშავებს. გუნდის თქმით, ეს პროდუქტი ქართული კომპანიებისთვისაა შექმნილი და მიზნად ისახავს ბიზნესის ხარჯების შემცირებასა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას.
AI ოპერატორს ერთდროულად 1 000-ზე მეტი სატელეფონო ზარის გატარება შეუძლია, ხოლო მუშაობს 24 საათი, კვირაში 7 დღე, შესვენების გარეშე, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სისტემა მომხმარებლებს წამებში პასუხობს და ახდენს ისეთი დავალებების ავტომატიზაციას, როგორებიცაა ვიზიტების ან შეხვედრების დაჯავშნა, ინფორმაციის მიწოდება, გაყიდვები, ლიდების შემოწმება და მომხმარებელთა კმაყოფილების QA ზარები. კომპანიის მონაცემებით, ამ პროდუქტის გამოყენება კომპანიის ქოლ-ცენტრთან დაკავშირებული სახელფასო ხარჯებს საშუალოდ 4-ჯერ ამცირებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ AI ოპერატორი სრულად ერგება ბიზნესების კონკრეტულ საჭიროებებს. შესაძლებელია აგენტის ხმის, ფუნქციონალის, სამუშაო სცენარებისა და სისტემური წვდომის მორგება. ამასთან, ოპერატორი ინტეგრირდება კომპანიის არსებულ მონაცემთა ბაზებსა და პლატფორმებზე, რაც ნიშნავს, რომ აგენტს კომპანიის შიდა ინფორმაციაზე წვდომა აქვს და არ სჭირდება ყველა კითხვის ადამიანისთვის გადამისამართება.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, პერკში განმარტავენ, რომ პროდუქტი ევროკავშირის ციფრული რეგულაციებისა და GDPR-ის სტანდარტების სრულ შესაბამისობაშია. კომპანიის ინფრასტრუქტურა ევროკავშირის ტერიტორიაზეა განლაგებული, სენსიტიური მონაცემები ინახება ორმაგი დაშიფვრით მეთოდით, რაც უმაღლეს ციფრული უსაფრთხოების სტანდარტად ითვლება, ხოლო ყველა ქმედება კონტროლდება რეალურ დროში. სისტემა ასევე გადის რეგულარულ შემოწმებებს კიბერუსაფრთხოების კუთხით.
ქოლ-ცენტრების შენახვა ქართულ კომპანიებს ტრადიციულად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, AI-ის ამ სეგმენტში შემოსვლა კი, სწორად მორგების შემთხვევაში, ამ გამოწვევის პრაქტიკული გადაწყვეტა შეიძლება გახდეს.
ქართულენოვანი ქოლ-ცენტრის ოპერატორის ბიზნესის ცხელ ხაზზე ინტეგრაცია უკვე შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა მოითხოვოთ პროდუქტის ინტეგრაცია საიტზე: Perk.ge
#AI #ქოლ-ცენტრი #პერკი #ქართული-ტექნოლოგია #სტარტაპი #ბიზნეს-ავტომატიზაცია